Monday, April 22, 2019

სოციალური პროექტი თემაზე ,,ჩვენ გვინდა სუფთა გარემო“

სსიპ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის თამარ ბერიძის სოციალური პროექტი თემაზე ,,ჩვენ გვინდა სუფთა გარემო“ ჩატარების დრო: 01.12.2018____15.04.2019წ.
1.პროექტის სახელწოდება :,, ჩვენ გვინდა სუფთა გარემო.”
2.პროექტში მონაწილეები: მეოთხე კლასის მოსწავლეები, მშობლები. მასწავლებელი,.სკოლის ადმინისტრაცია თემი
 3.პრობლემის ანალიზი: მოსწავლეები ბუნების, ქართულისა და მე და საზოგადოების გაკვეთილებში მოცემულ თემებსა და გარემოში არსებული მდგომარეობის, აქტუალურ და მტკივნეულ საკითხად მიიჩნევენ გარემოს დაბინძურების პრობლემას, მოსწავლეებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს ყველას უნდა სუფთა გარემოში ცხოვრება , ვერა და ვერ მოწესრიგდა ეს საკითხი ჩვენს ქალაქში(უბანში). სახელმწიფოს ხელშეწყობით დაიდგა ნაგავსაყრელი ურნები, თუმცა შედეგი მაინც სავალალოა. ამიტომ მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება გვეზრუნა სუფთა გარემოს შენაჩუნებაზე და აგვემაღლებინა მოსახლეთა ცნობიერების დონე. .შესაბამისად მეოთხე კლასის მოსწავლეებმა რამდენჯერმე გამოაკრეს პლაკატები ხალხის თავშეყრის ადგილებში .
თითქმის 2 თვეში ერთხელ ვახდენდით მე-17 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიების, თავშეყრის ადგილების დასუფთავებას. მიუხედავად ამისა, მაინც ვხვდებით გზებზე ნაგავს, ზღვის სანაპირო ზოლის უსუფთაობას , მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა ,რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ხალხის ცნობიერების დაბალი დონით.საჭიროა საზოგადოება გავხადოთ ინფორმირებული ამ კუთხით. ინფორმირება კი ხელს შეუწყობს გაითავისონ არსებული პრობლემა, გაუფრთხილდნენ და არ დაანაგვიანონ საზოგადოებრივი თავშეყრის , ქუჩებისა თუ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და საერთოდ აღიმაღლონ ცნობიერება , რომ გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა. 5.პროექტის მიზანი: პროექტი შეესაბამება ესგ-ით გათვალისწინებულ გეგმას.ასახავს თვალსაწიერის გაფართოებას , სიახლეთა აღმოჩენას, მოსწავლეები ითანამშრომლობენ, დაგეგმავენ და განახორციელებენ საქმიაანობას გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რაც ხელს შეუწყობს თავშეყრის ადგილებში გზებსა და ზღვის პირას ნაკლებადდაბინძურებული ადგილების არსებობას. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, პრეზენტაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები ესგ-ს სტანდარტები; ბუნ,(l )1. მოსწავლემ უნდა შეუძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. ბუნ,( l) 4 მოსწავლემ უნდა შეძლოც ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა ქართ.(l )3 მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,მასში განსახილველი საკითხების მიმართ. საზ.მეც. დაწყ (il ) 1 საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების ,ოჯახის ,სკოლის თემის-წევრად საზ,მეც.დაწყ. (l )17 მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარეოსა და ისტორიული მეკვიდრეობის მიმართ. პარალელური კლასელებისა და თანაკლასელებთან ერთად განიხილავს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია მას იდეის პოპულარიზაციაში საკუთარ დასახლებაში; სახავს გეგმას და სკოლის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას. პროექტის ამოცანები: 1. მოსწავლეებისა და თემის დაახლოება;საერთო მიზნისა და აქტივობის დასახვა. * მოსწავლეთა გაყვანა და დაახლოება თემსა და უბანში: * პრობლების არმოჩენა -დაფიქსირება; * ბუკლეტების დარიგება; * თემის წარმომადგენელის მოწვევა და შეხვედრის მოწყობა 2. უბნის მონაკვეთებისა და ზღვისპირის დასუფთავება თემის ერთობლივი ძალისხმევით. * ზრუნვა მოსწავლეებში გუნდური მუშობის, კომუნიკაციის,თვიტშეფასების ამაღლებაზე. * ერთობლივი თონისძიების შერჩევა-დაგეგმვასა და განხორციელებაში მოსწავლეტა მაქსიმალური ჩართვა; * ანონიმური იდეების სკივრის შექმნა,სკივრში აღმოჩენიიიდეების მაქსიმალურად რეალიზება საწიროების შემთხვევაში მოდიფიცირება. 6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან? საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელების მიზნით. , რითაც ხელი შეეწყობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე, ქალაქში კი ნაკლებადდაბინძურებული ადგილების არსებობას. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, პრეზენტაციის, გადწყვეტილებების მიღების, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარ-ჩვევები. ეს მოსწავლეებს მიცემს საშუალებას განსაზღვრონ საკუთარი როლი პრობლემის მოგვარებაში. სამუშაოს დაგეგმვა: 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 2. თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 3. რესურსების მოძიება-ორგანიზება 4.დასუფთავების დღეების დაგეგმვა და განხორციელება. 5.მონიტორინგი და შეფასება. 7 .ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები: 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. სამუშაო ჯგუფების შექმნა. ფუნქციების გადანაწილება 2. თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
წერილობითი მიმართვების მომზადება. შეხვედრების დაგეგმვა და პროექტის გაცნობა. 3. რესურსების მოძიება-ორგანიზება. საკანცელარიო ნივთების, ფლიფჩარტების, მარკერების, სამუშაო იარაღების, ხელთათმანებისა და პარკების მობილიზება. ვიდეო ფაილების მოძიება. ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება. სამუშაო იარაღების, ხელთათმანებისა და პარკების შესყიდვა. . 4.საინფორმაციო კამპანიის წარმოება. საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. ბანერების განთავსება თვალსაჩინო ადგილებში ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე. 5.საინფორმაციო კამპანიის წარმოება. საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. ბანერების განთავსება ცენტრალურ ქუჩებზე. . ფილმების ჩვენება. (სოციალური კლიპები, ფილმი „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა―. მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა/დათვალიერება 6. მუშაობა ჯგუფებთან დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოხალისე ჯგუფების შექმნა; ზღვის დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება;  სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება; ახალი სიცოცხლის სიმბოლოს - ნარგავების დარგვა სკოლის ეზოში. 7. მონიტორინგი და შეფასება. შუალედური მონიტორინგი საბოლოო შეფასება .











                                            ჩატარებული პროექტის რეფლექსია

2018    _  2019 სასწ  წელს    ჩემ მიერ განხორციელებული  სოციალური პროექტის მიზანი იყო  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება . პროექტი დაიგეგმა ესგ-ის გეგმის გათვალისწინებით.პროექტში წამოჭრილი პრობლემა რეალურად დგას ცხოვრებაში , სწორედ ამიტომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა მშობლებმა გადავწყვიტეთ გვეზრუნა სუფთა გარემოზე და აგვემაღლებინა შეძლებისდაგვარად საზოგადოებაში ცნობიერება, რომ სუფთა გარემო ჩვენი უსაფრთხოების საწინდარია.
პროექტის დასაწყისშივე შემუშავებული იქნა მიზანი გაიწერა ვადები, გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინტერესი , სურვილები ვთხოვეთ თემს ჩართულიყო პროექტის განხორციელებაში , რაც შესაბამისად დაგვეხმარებოდა მიზნის სრულყოფაში.
მუშაობის პროცესში ტარდებოდა მონიტორინში რომელიც იძლეოდა საშუალებას პროექტის უკეთ წარმართვაში . პროექტის მიმდინარეობის მსვლელობაში მოსწავლეებში ჩნდებოდა კმაყოფილების გრძნობა. ყველა შეხვედრის ბოლოს ხდებოდა მოსწავლეების ნამუშევართა შეფასება,ასევე  ახდენდნენ ურთიერთშეფასებას  . შეხვედრების დასრულების შემდეგ გეგმავდნენ თუ რა სამუშაო შეესრულებინათ ხალისიანი განწყობით. ჩართული იყო 21 მოსწავლე და 4 მშობელი.  პარალელური კლასის მასწავლებლები,სკოლის ადმინისტრაცია, თემი.
აქტიური ჩართულობით მოახერხდა   პროექტის  გეგმების  განხორციელება. მოსწავლეები
განსაკუთრებით ხალისიანად იყვნენ ჩართულნი ბუკლეტების დამზადების პროცესში. ხალისობდნენ მოსახლეობაში  ბუკლეტების  დარიგების  დროს.

მოსწავლეებს ლექციური ინფორმაციები მივაწოდე მე , როგორც ქართული ენის, სამოქალაქო განათლებისა და ბუნების პედაგოგმა, რამეთუ  სამივე საგანში ატუალურადაა  წამოჭრილი პრობლემა,... პროექტის მონაწილეებმა ნაწილ- ნაწილ დაასუფთავეს სკოლის მიმდამოები, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. სადაც საზოგადოების ყოველდღიური  თავშეყრის   ადგილია.გამოაკრული იქნა ლამინირებული პლაკატები თვალსჩინო ადგილებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით პროექტში მონაწილეთა ჯგუფმა შეაგროვა დიდი რაოდენობით ნაგავი.
პროექტის მსვლელობისას არ დაგვჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.

პროექტი  წარმატებით განხორციელდა, მივაღწიეთ დასახულ მიზანს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა უფრო მეტი მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა.აგრეთვე მეტი მწვანე ნარგავების გაშენება .სამომავლოდ მსგავსი პროექტის დაგეგმვისას  შევთავაზებთ  დაწყებითი კლასის კათედრას,  ერთიანად ჩავერთოთ მსგავს  , პრობლემურ პროექტებში რათა მოხდეს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.



სკოლის მიმდებარე ტერიტორიების,ზღვისპირის დასუფთავებისა და პლაკატების გამოკვრის  ფოტოები.
 




No comments:

Post a Comment