რეფლექსია
სასწავლო ელექტრო რესურსი შეიქმნა ესგ -ს გეგმიდან გამოდინარე რესურსი წარმოადგენს იაკობ გოგებაშვილის ,,ლომი და თაგვის " ჩემ მიერ გახმოვანებულ საპრეზენტაციო მასალას .
რესურსში გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი შერჩეულია შესაბამისი ილუსტრაცია და გახმოვანებულია.
რესურსის შექმნის მიზანი იყო დავხმარებიდი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოცემული მასალის უკეთ
აღქმაში. .გაკვეთილზე
დამატებითი რესურსის
გამოყენებამ მოსწავლეებში
გამოიწვია
მაქსიმალური ჩართულობა,
ინტერესის გაღვივება,
მათ ადვიდად შეძლეს რესურსში
მოცემულ გახმოვანებული ინფორმაციას, შესაბამისი ილუსტრაციისა და წიგნში
მოცემული
ინფორმაციის შედარება . რამაც
ხელი შეუწყო
მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებას.რესურსი
შეესაბამება
გაკვეთილის მიზანს.
აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარა მოსწავლეებს საწავლო თემატიკიდან გამომდინარე მასალის შესაწავლასა და ვიზუალურად უკეთ აღქმაში . სურათებისა და ფოტოების საშუალებით რესურსით შეძენილი ცოდნამ გაუადვილა მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზება. გარდა ამისა რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო და მიმზიდველი გახადა. უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა. რესური იძლეოდა
განზოგადების საშუალებას.
რესურსის გამოყენების დროს საჭიროა მივიტანოთ კურსორი და enter-ის საშუალებით მოვახდინოთ მისი ნახვა..ასევე შესაძლებელია შეჩერება, რათა მოსწავლეებს მიეცეთ მოსალოდნელი ამბის ვარაუდების გამოთქმის საშუალება. შეიძლება მივუბრუნდეთ ან, რამდენჯერმე ვნახოთ მოცემული მასალა.
.
რესურსი
მრავალერადი და
მრავალფუნქციურია. დაწყებით
კლასებში
მასწავლებლებმა სურვილისამებრ
გამოიყენეს შესაბამისი გაკვეთილის ახსნის დროს, როგორც აღნიშნეს, აღნიშნულმა რესურსმა კარგი ეფექტი მოახდინა საგაკვეთილო მსვლელობაში. გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება, მოცემული რესურსის გამოყენებით კოლეგებმა შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა. ასევე შეიძლება კოლეგებმა მოცემული რესურსი გამოიყენონ შემდგომ კითხვის საათისა თუ მსგავსი ნაწარმოებების შედარებისას. მაგალითად :,,კუ და მორიელის", ,,სამაგიერო სიკეთის", ქვეთავებში სადაც სიკეთეზე იქნება ყურადღება გამახვილებული და სხვ. ასე უფრო გაუადვილდებათ მსგავსება-განსხვავებაზე დიაგრამების აგება.
ვფიქრობ, მოცემული რესურსი გამოიწვევს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებასა და დაეხმარება მათ ტექსტის ვიზუალურად აღქმასა და გაება-გააზრებაში.
No comments:
Post a Comment