Friday, May 10, 2019



 სასწავლო რესურსის  რეფლექსია
        
                              
   ჩემ მიერ შექმნილი   სასწავლო რესურსის  დასახელებაა:   ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა’’,  კერძოდ კი მოცემულია ინფორმაცია   ლეგენდარულ მოგზაურებზე.  რესურსი  შექმნილია ე.ს.გ.-ის გეგმის  მიზნებიდან  გამომდინარე.
რესურსის შექმნა განაპირობა მეოთხე კლასში  ბუნების სახელძღვანელოში  მოცემულმა საგაკვეთილო მასალამ  ,,მოგზაურები და აღმოჩენები“
რესურსის შექმნის  მიზანია   დაწყებით კლასებში მოსწავლეთა ასაკობრივი  თავისებურებების გათვალისწინებით  მოსწავლეებს  გაუადვილდეთ   მიწოდებული ინფორმაცია,   ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მიწოდებული მასალის  ხანგრძლივად დამახსოვრების უნარს.   ვიზუალურად მიწოდებული მასალით  განიმტკიცონ მიღებული ცოდნა  და   უკეთ აღიქვან   მოგზაურების შესახებ  არსებული ინფორმაციები. მოსწავლეებმა შეძლონ შეძენილი უნარების პრაქტიკული გამოყენება და ტრანსფერი. გამოუმუშავდეთ ,სხვადასხვა მრავალჯერადი  გამოყენების  უნარ-ჩვევები: ინფორმაციის ამოცნობა-დახარისხების,  შედარების, ანალიზის, ვიზუალური აღქმის,ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის უნარ-ჩვევები. 
   რესურსის გამოყენების დროს საჭიროა სლაიდთან  მივიტანოთ კურსორი  და enter-ის საშუალებით ვიხილოთ ყოველი მომდევნო სლაიდი.ასევე შესაძლებელია ისრების საშუალებით უკვე ნაჩვენებ სლაიდთან ხელმეორედ მიბრუნება.


აღნიშნული რესურსი  გარდა იმისა რომ მოსწავლეებს დაეხმარა  დამახსოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში,   წარმატებით გამოიყენეს კოლეგებმა  (პარალელურმა კლასმა ამავე თემის შესწავლის  დროს)  აგრეთვე  აქტიურად  გამოყენებული იქნა კლასსაათის გაკვეთილებზე  საინფორმაციო ტექსტების შესწავლის დროს. რესურსმა მოსწავლეებს  დაეხმარა შეძენილი ცოდნის  რეალიზებაში.
თვალსაჩინოება უზრუნველყოფს  მოსწავლეთა  სხვადასხავ უნარების განვითარებას:ჩართულობას და თანამშრომლობას, აღნიშნული რესურსი მრავალჯერადად გამოიყენება
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება სურვილისამებრ  რესურსის მოდიფიცირება (სლაიდისა და ინფორმაციის დამატება  ან შემცირება მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად)

No comments:

Post a Comment